იენს სტოლტენბერგი თბილისში შეხვედრებს მართავს
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ნატო-ს გენერალური მდივანი „ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში“ „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ის მიმდინარეობას ეცნობა. ვიზიტის ფარგლებში იენს სტოლტენბერგი სწავლების კონტროლის ცენტრს მოინახულებს. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა გენერალურ მდივანს სწავლების მიმდინარეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის. ასევე, ალიანსის გენერალური მდივანი მრავალეროვნულ ბრიგადას ეწვევა, სადაც სასწავლო აუდიტორიის დანიშნულებისა და მიზნების შესახებ გაცნობით ბრიფინგს მოისმენს. სტოლტენბერგი ქართველ დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდება. წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში გენერალურ მდივანთან ერთად პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრიც იმყოფებიან. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
იენს სტოლტენბერგი თბილისში ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს
PalitraNews
საქართველოს ხვალ ნატო-ს გენმდივანი ეწვევა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
NATO-ს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი დასრულდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 14 ივნისი, 2024 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster