ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი დასრულდა
ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში დასრულდა. იენს სტოლტენბერგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გააცილა. ილია დარჩიაშვილმა გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა საქართველოში ვიზიტისთვის და აღნიშნა, რომ ეს ახალ იმპულსს შესძენს ნატო-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებს. გუშინ კი შეხვედრების დასრულების შემდეგ, იენს სტოლტენბერგს და მის დელეგაციას საქართველოს პრემიერმა მთავრობის წევრებთან ერთად, ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა მაღალი რანგის სტუმარს საქართველოში ჩამოსვლისთვის და აღნიშნა, რომ ეს საქართველოს მიმართ მხარდაჭერის კიდევ ერთი ძლიერი გამოხატულებაა. სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერი თბილისს გუშინ ესტუმრა. ის საქართველოში აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა. თბილისიდან კი სომხეთში გაემგზავრა. ეს იყო იენს სტოლტენბერგის მეოთხე ვიზიტი საქართველოში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს ვიზიტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნატო-საქართველო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„მოამბე“ 12 საათზე, 25 მარტი, 2019 #LIVE
პირველი არხი - LIVE