„ღირსეული პარტნიორი 2020“

07.09.2020 05:32

პანდემიამ „ღირსეულ პარტნიორს“ ხელი ვერ შეუშალა - 2 700-ზე მეტი სამხედრო დღეიდან საქართველოში მასშტაბურ წვრთნებს იწყებს. მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლება გაიხსნა. ქართველ ჯარისკაცებთან ერთად, წვრთნებში ნატო-ს ოთხი ქვეყნის: აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და პოლონეთის სამხედრო მოსამსახურეებიც მონაწილეობენ.

„ძალა პარტნიორობაშია“ - ამ გზავნილით 18 სექტემბრამდე ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ვაზიანის პოლიგონზე და ნორიოს ბაზაზე დაგეგმილია საველე და საშტაბო სწავლებები, წვრთნები კიბერუსაფრთხოებას, საინფორმაციო ოპერაციებს და ელექტრონული ბრძოლის საწინააღმდეგო ტაქტიკასაც მოიცავს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Compania