„ღირსეული პარტნიორი 2020“


შვიდ სექტემბერს ვაზიანში მეოთხე მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ოფიციალურად გაიხსნება „ღირსეული პარტნიორი 2020“, რომელსაც საქართველო უკვე მეხუთედ მასპინძლობს. მასში საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2 700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.

სწავლებაში მონაწილე ამერიკული სამხედრო ტექნიკა ფოთის პორტიდან, მთელი დღის განმავლობაში, ეტაპობრივად გადაადგილდება სენაკში, მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე. ხვალიდან კი ამერიკული საბრძოლო ჯავშანმანქანებით, ლოჯისტიკური მხარდამჭერი მანქანებით და არტილერიით დაკომპლექტებული ცხრა სამხედრო კონვოი სენაკიდან სწავლების თეატრში გადავა. „ღირსეული პარტნიორი 2020“-ში მონაწილეობის მისაღებად ამერიკული სამხედრო ტექნიკა საქართველოში ფოთის პორტში შემოვიდა და ჩამოტვირთვის შემდეგ დროებით, სენაკში, მეორე ქვეით ბრიგადაში განლაგდა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან