შოთა რეხვიაშვილი ,,სხვა საქართველო სად არის“ გალა კონცერტზე

14.06.2019 02:13

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, მოადგილე, კახა კობერიძე და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, ზაურ დარგალი, კონკურს-ფესტივალის ,,სხვა საქართველო სად არის“ გალა კონცერტს დაესწრნენ. შოთა რეხვიაშვილმა ფესტივალის გრანპრის მფლობელს, მომღერალ შაბან მამედოვს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის სპეციალური სიგელი და სიმბოლური საჩუქარი გადასცა, ორგანიზატორებს კი რეგიონში რამდენიმე წლიანი აქტიური და წარმატებული საქმიანობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ორგანიზაცია ,,დემოსი“ კონკურს-ფესტივალს, სახელწოდებით - „სხვა საქართველო სად არის“ უკვე მეოთხე წელია ატარებს, რომელსაც ტრადიციულად მარნეულის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს. ღონისძიების ფარგლებში, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში იმართება ცნობილი ქართველი ხელოვანების მასტერკლასები. ფესტივალის მიზანი, ქართული ტრადიციული სიმღერების პოპულარიზაცია და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ინტეგრაციის ხელშეწყობაა. წელს ფესტივალში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა და გუნდებმა საქართველოს 16 მუნიციპალიტეტიდან, გამოვლინდნენ და სპეციალური საჩუქრები მიიღეს სხვადასხვა საპრიზო ადგილებზე გასულმა მონაწილეებმა. #ქვემოქართლისრეგიონი2019 #მარნეული2019 #კონკურსფესტივალი2019 #სხვასაქართველოსადარის2019 #სახელმწიფორწმუნებული2019 #შოთარეხვიაშვილი2019

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

იაპონიის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის გახსნა ბოლნისში
02:38

იაპონიის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის გახსნა ბოლნისში

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

შეხვედრა ქართულ-ირლანდიური სავაჭრო პალატის თავმჯდომარესთან
01:26

შეხვედრა ქართულ-ირლანდიური სავაჭრო პალატის თავმჯდომარესთან

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

ქვემო ქართლის  გუბერნატორი  მარნეულის მოსახლეობას ხვდება
03:43

ქვემო ქართლის გუბერნატორი მარნეულის მოსახლეობას ხვდება

Municipality of Marneuli

შოთა რეხვიაშვილი გარისობის სახალხო დღესასწაულზე
05:21

შოთა რეხვიაშვილი გარისობის სახალხო დღესასწაულზე

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

მიმდინარე წელს მარნეულში 8 სკოლა აშენდება 3 სრულად რეაბილიტირდება.
01:36

მიმდინარე წელს მარნეულში 8 სკოლა აშენდება 3 სრულად რეაბილიტი...

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესი მარნეულში.
02:33

საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესი მარნეულში.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

მსჯელობა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის შესახებ
05:58

მსჯელობა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის შესახებ

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

,,რუსთავქალაქობა 2018“
01:33

,,რუსთავქალაქობა 2018“

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

ყველა ვიდეო