სუპ-ხარჩო | შეფი ლევან კობიაშვილი
გამოგვყევი: instagram: https://www.instagram.com/chef.cave... facebook: https://www.facebook.com/chef.cave... tiktok: https://www.tiktok.com/@chefcave facebook group: https://www.facebook.com/groups/chefcave #რეცეპტი #სუპხარჩო #შეფქეივი #ლევანკობიაშვილი --------------------------------------------------------------- კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: ინგრედიენტები: • ხახვი-50გ • ნიორი-15გ • უცხო სუნელი-5გ • ხმელი ქინძი-5გ • ყვითელი ყვავილი-5გ • დაღერღილი წიწაკა-2გ • ტომატ-პასტა -1 სუფრის კოვზი (20გ) • მშრალი აჯიკა-2გ • ხორბალი-50გ • ტყემალი-30გ • კარაქი-10გ • ზეთი-20გ • ხორცი-400გ მომზადების წესი: ტრადიციულად, დავიწყოთ ხორცის დამუშავებით. გამოვიყენოთ საქონლის წინა მხარე(მკერდის მხარე,) რადგან მეტ ცხიმს შეიცავს, ეს კი, შესაბამისად, ბულიონისთვის უფრო კარგია. პირველ რიგში, ტაფა დავდგათ გაზქურაზე, დავასხათ კარაქი და ზეთი, დავაყაროთ ხახვი და ნიორი და მოვთუშოთ კარგად. შემდეგ, დავაყაროთ სუნელები და დავიწყოთ მოხალვა. შეგვიძლია დავუმატოთ აჯიკა და შემდეგ შევურიოთ ტომატ პასტა. შესათხელებლად შეგვიძლია ცოტაოდენი ბულიონი დავამატოთ და სასურველი კონსტინტეციის მიღებისას გადადგით ცეცხლიდან. ხორცი რომ მოიხარშება, ბულიოონიდან ვიღებთ ხორცს და ტაფაზე მოთუშულ მასას ვურევთ 1ლ ბულიონს. შემდეგ ვამატებთ ქინძს, ოხრახუშს და მარილს, დავამატოთ ცოტა ტყემალი ან ტყლაპი და დავაცადოთ. (ტყლაპის შემთხვევაში უფრო დიდხანს ადუღეთ რომ კარგად გაიხსნას). შემდეგ წამოვადუღოთ ერთხელ და გადმოვდგათ. ხორბალი უმჯობესია წინა ღამეს წყალში ჩავალბოთ, ხოლო მეორე დღეს დავდგათ ცეცხლზე და მოვხარშოთ. შეგიძლიათ პირდაპირ ბულიონში მოხარშოთ (ბრინჯის მაგივრად) ან ცალკე გქონდეთ მოხარშული. ყველა ინგრედიენტი მზად გაქვთ, სასურველი სერვირებაღა დაგრჩათ.
მსგავსი ვიდეოები
სუპ ხარჩო საქონლის ხორცით
Likas Receptebi
СУП ХАРЧО. НАСТОЯЩИЙ ПОШАГОВЫЙ РЕЦЕПТ. ИСКАЛИ МНОГИЕ! ГРУЗИН...
მეგრული ხარჩოს რეცეპტი (суп харчо рецепт)
Your Cooking Show
თუ პირში სათქმელს არ მოგახლი - განკითხვის დღე!
რადიო თავისუფლება
ჩაშუშული ღორის და საქონლის ხორცით / STEWED pork and beef
ifif_ana
ქათმის ჩაშუშული,ქათმის სოუზი,qatmis souzi,чашушули ,грузинск...
CHEF GIGA BAKES
ვემზადები ბავშვების დასახვედრად ვამზადებ სუპ ხარჩოს და ზებრა...
Nini Kvirike Vlogs
ND - მომზადების წესი
ნაციონალური დელიკატესები • ND • National Delicacy