ქვემო ქართლის რეგიონში მესაქონლეობის ფერმა ამოქმედდა


ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა და მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, სოფელ დამია გეურარხში ახლადშექმნილი მესაქონლეობის ფერმა დაათვალიერეს და სამუშაო პროცესს გაეცნენ.
თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მესაქონლეობის ფერმა სახელმწიფო მხარდაჭერით შეიქმნა. ფერმის ასაშენებლად ჯამურად, 2 მლნ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის 1,5 მლნ ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, დანარჩენი თანხა კი ფერმერის ინვესტიცია.
ფერმაში, სადაც 20 მუნიციპალიტეტის მკვიდრია დასაქმებული ყოველდღიურად 4 ტონა ნედლი რძის წარმოება ხდება - პროდუქციის რეალიზაცია კი ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება.
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონში ჯამში 308 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 7 ათასზე მეტი სესხია გაცემული, სააგენტოს გაცემულმა თანადაფინანსებამ 47 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.
შეღავათიანი აგროკრედიტის სახელმწიფო პროექტი 2013 წლიდან ხორციელდება, რაც შესაძლებლობას აძლევს სოფლის მეურნეობაში ჩართულ პირებს იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრები აგრობიზნესის შექმნისა და განვითარებისკენ მიმართონ. სოფლის განვითარების სააგენტო არის გზამკვლევი ფერმერებისა და სოფლად მაცხოვრებლებისათვის, რომ სოფლად საქმიანობა წარმატებულად განავითარონ.
#ქვემოქართლისრეგიონი2021
#სოფლისმეურნეობა2021

ვიდეოები „ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია"-ისგან