ნუ მოჭრი-მორთე
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით, ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით, ახალი კამპანია - „ ნუ მოჭრი - მორთე “ დაიწყო. კამპანია ბუნებრივი ნაძვის ხის მოჭრის პრევენციას ითვალისწინებს. სამინისტროს ინიციატივას კერძო კომპანიები შემოუერთდნენ. დღეს მეტრო „დელისის“ მიმდებარე ტერიტორიაზე წიწვოვანი ხის მორთვა, პირველებმა სააფთიაქო ქსელის „პსპ“-ს წარმომადგენლებმა დაიწყეს. კამპანიას უკვე შემოუერთდა 10 კერძო კომპანია, რომლებიც წინასწარ შერჩეულ ტერიტორიებზე მდებარე ნაძვის ხეებს საახალწლოდ გააფორმებენ. ახალი წლის დღეების დასრულებისთანავე კომპანიების წარმომადგენლები ნაძვის ხის დემონტაჟს თავად განახორციელებენ. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო მოუწოდებს საზოგადოებას აქტიურად ჩაერთონ კამპანიაში. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წინასაახალწლოდ, წიწვოვანი ხეების უკანონოდ მოპოვებისა და რეალიზაციის ფაქტების პრევენციის მიზნით, გააძლიერებს კონტროლს სახელმწიფო ტყის ფონდის, დაცული ტერიტორიების, თვითმმართველი ერთეულის ხე-მცენარეების მოპოვების, ტრანსპორტირებისა და მათი რეალიზაციის ფაქტებზე. გამოვლენილ დარღვევებზე გატარდება შესაბამისი ზომები. #ნუმოჭრიმორთე #GeorgianChristmasTree
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
ბრიფინგი ნაძვის ხეების შესახებ
MOE: სტიქიური მოვლენების ატლასი
MOE: ორდღიანი კონფერენცია ბუნებრივი რესურსების მარ...
MOE: აქცია „მწვანე მომავალი"-ის ფარგლებში ტელემაუწ...
MOE: მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 9 აპრილს დაღუპულ...
01:15
MOE: დარიშხანშემცველი ნარჩენების მართვის პროექტის...
02:58
MOE: ბოტანიკურ ბაღში კამპანია „ბაღის ფრინველთა საა...
01:10
MOE: ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკა...
მსგავსი ვიდეოები
დაიცავი ახალი წლის სიმბოლო
ნუ მოჭრი - მორთე
ილია II - მოჭრილი ნაძვის ხის მაგივრად, ნაძვის ხის ნერგი შეიტ...
ნუ მოჭრი - მორთე
პიველი ნაძვი მეტრო დელისის მიმდებარედ მოირთო
ნუ მოჭრი - მორთე
ნუ მოჭრი - მორთე | გალფი
ნუ მოჭრი - მორთე
ნუ მოჭრი - მორთე | გადაცემა მოამბე
ნუ მოჭრი - მორთე
ნუ მოჭრი - მორთე | გადაცემა "იმედის დილა"
ნუ მოჭრი - მორთე
ნუ მოჭრი - მორთე
ნუ მოჭრი - მორთე
ნუ მოჭრი - მორთე | გადაცემა "პიკის საათი"
ნუ მოჭრი - მორთე