ზუგდიდში 28 ააპი-დან მხოლოდ 9 დარჩება

12/27/2017
Radio Atinati-ის მიერ

ზუგდიდის მერიამ ააიპ-ების რაოდენობა შემცირა და 28 ნაცვლად 9 დატოვა. აღნიშნულ საკითხს დღევანდელ კომისიის სხდომაზე კამათი მოჰყვა. „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობა 9 ააიპ-იდან კიდევ ორის კეთილმოწყობის ცენტისა და კულტურის ცენტრ „ოდიშის“ ფუნქციების დელეგირებას მოითხოვს. ისინი მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ცენტრბი სპეციალურად შტატების გაზრდის და ახლობლების დასაქმების მიზნით დატოვეს.

„ჩვენ ვთვლით, რომ 9 აიპის შემცირებაც უნდა მოხდეს. შეგვიძლია ტენდერები გამოვაცხადოთ და სხვადასხვა კომპანიბეთან ხელშეკრულებები გავაფორმოთ, რომ არ მოგვიწიოს ამ აიპის თანამშრომლების ხელფასების დანამატების და ორენოების გადახდა“, - აღნიშნა ანა წითლიძემ.

აღნიშნულ წინადადებას კამათი და ურთიერთ ბრალდებები მოჰყვა. მმართველი პარიის დეპუტატები ენმ-ს წარმომადგენლებს, არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ ტენდერები და ხელშეკრულებები ხშირ შემთხვევაში არ არის გამართლებული.

საკრებულოში დღეს საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა, იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა და ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, სადაც 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაც განიხილეს. მომავალი წლის ქალაქის მთავარი ფინასური დოკუმენტი 36.500.0 ლარის ოდენობით განისაზღვრა.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge
Facebook:   / rado.atinati  
Google +: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან