რუხში „თეგეტა მოტორსის“ სასწავლო ცენტრი გაიხსნა
რუხის სავაჭრო ცენტრში კომპანია „თეგეტა მოტორსმა“ სასწავლო ცენტრი - „თეგეტას აკადემია“ გახსნა. გარდა ამისა, კომპანიამ უკვე არსებული ფილიალიც გააფართოვა. სასწავლო ცენტრი საკონფერენციო დარბაზებით, კომპიუტერული ლაბორატორიითა და ბიბლიოთეკით არის აღჭურვილი. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ცენტრია მიზანია რეგიონში პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, ავტო მომსახურების სფეროში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება და მათი შემდგომ დასაქმება. ამასთან, აღნიშნულ სასწავლო ცენტრში დაგეგმილია ავტორიზებული პროფესიული პროგრამების შესწავლა ავტომობილების მიმართულებით. საერთაშორისო პარტნიორები კი, მათ შორის ბოშის, პორშეს, ტოიოტას და სხვა მსოფლიო ბრენდების წარმომადგენლები გადამზადების კურსებსა და ტრენინგებს ჩაატარებენ. „ტრენინგცენტრი დაგვეხმარება ადგილობრივი ახალგაზრდების გადამზადებაში. ჩვენთან მაღალი ტექნოლოგიებისა და დონის აპარატურა დგას და თანამშრომელი, რომელიც მასზე მუშაობს, უნდა გადიოდეს შესაბამის მომზადებას. გარდა ამისა, შოთა მესხიას სახელიმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან დადებული მემორანდუმის თანახმად, სტუდენტები თეორიულ სწავლებას - უნივერსიტეტში, პრაქტიკულს კი ჩვენს სერვისცენტრში გაივლიან“, - აღნიშნა „თეგეტა მოტორსის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი მშვილდაძემ. „თეგეტა მოტორსმა“ რუხი მოლში განახლებული სერვისცენტრის გახსნისთვის დამატებით 350 000 ლარამდე ინვესტიცია განახორციელა და 40 -მდე ადგილობრივი დაასაქმა. ცნობისთვის, ადგილზე მომხმარებელს შეუძლია როგორც მსუბუქი, ასევე სატვირთო მანქანების სრული ავტო-ტექ მომსახურებით სარგებლობა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
რუხში "თეგეტა მოტორსი" გაიხსნა
Radio Atinati
„რუხი მოლში“ „საპარტნიორო ფონდსა“ და „USAID Zrda“-ს შორის მე...
Radio Atinati
რუხი მოლში თეგეტა
Radio Atinati
რუხში ფეხბურთის აკადემიის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა
Radio Atinati
რუხში ძმათა სასაფლაოს აღდგენა (პირველი ნაწილი)
Radio Atinati
რუხში დევნილის საცხოვრებელი ფართის ნაწილი ხანძარმა დააზიანა
Radio Atinati
რუხში ინგლისური ენის კლუბი გაიხსნა (ვიდეო)
Radio Atinati
რუხში ჰიპერმარკეტი "გორგია" გაიხსნა
Radio Atinati