რეგიონებში დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) პროექტის განხილვის პირველი ეტაპი დასრულდა.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ბოლო საკონსულტაციო შეხვედრა ახალციხეში გამართა.
მანამდე კი, ანალოგიური შეხვედრები დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში მოეწყო.
ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი - დავით მელუა და მისი მოადგილე - ნათია ღვინაშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან - მზია გიორგობიანთან ერთად, მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოების წევრებს შეხვდნენ.
ასოციაციისა და სამინისტროს წარმომადგენლებმა, დამსწრე საზოგადოებას დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) პირველადი პროექტი გააცნეს, რეგიონში არსებულ საჭიროებებზე ისაუბრეს და ის პრიორიტეტები და მექანიზმები განიხილეს, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების მიზნით დეცენტრალიზაციის რეფორმაში უნდა იქნეს გათვალისწინებული.
საკონსულტაციო შეხვედრებში, რომლებიც ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის დიალოგის წარმართვასა და დეცენტრალიზაციის ახალ სტრატეგიაში ადგილობრივი ხელისუფლების ინტერესების გათვალისწინებას ისახავს მიზნად, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი პროექტის განხილვა, 16 იანვარს დაიწყო. შეხვედრები ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდში, ქუთაისში, ამბროლაურში, მცხეთაში, რუსთავში, თელავში, გორში და ახალციხეში გაიმართა.
იხილეთ ვრცლად: http://nala.ge/post/243955-