დაბუღული ქათამი | შეფი ლუკა ნაჭყებია

10/21/2021
Taste Corporation-ის მიერ

🐔შეფის ერთ-ერთი მთავარი მოვალეობაა ეძებოს რეცეპტები. დღევანდელი რეცეპტი არის შეფ ლუკას ნარევი კულინარიულ წარმოდგენებზე და ძველი რეცეპტებიდან აღებული ელემენტები.
🏠ამიტომ დღეს შეფ ლუკა გიზიარებთ თავის ოჯახურ რეცეპტს.
⚠️არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება და ზარის ღილაკის გააქტიურება.

#დაბუღული #ქათამი #ლობიო

გამოგვყევი:
instagram:   / ​​  
facebook:   / chef.cave​​  
tiktok: https://www.tiktok.com/@chefcave?​​​
__________________________________________
დავიწყოთ ქათმის გატრუსვით და დამუშავებით. გავჭრათ ხერხემალთან და გავათავისუფლოთ ზედმეტი ცხიმისგან. ამოვიღოთ ორი ფილე , ორი ბარკალი, ორი ფრთა და დანარჩენი ნაწილი გამოვიყენოთ ბულიონისთვის.

გადავიდეთ ქათმის დამარინადებაზე:
2 სუფრის კოვზი თევზის სოუსი, 6 სუფრის კოვზი რძე, 1 ჩაის კოვზი ცხარე სოუსი და შპრიცით შეგვყავს მარინადი ქათმის ხორცში.
დამარინადებული ქათამი მოვათავსოთ ვაკუუმის პარკში.2 კბილი ნიორი დავჭრათ წვრილად და დავამატოთ ცოტაოდენ მარინადთან ერთად.
2 ცალი თეთრი ხახვი დავჭრათ მოზრდილ ნაჭრებად. 1 კბილი ნიორი დავჭრათ ოდნავ მოზრდილ ნაჭრებად. აქვე გავამზადოთ ქამა სოკო, გავჭრათ შუაზე. დავძენძოთ ხის სოკო , გავაცალოთ ბოლოები.
ტაფაზე დავყაროთ ქათმის ცხიმი და დავიწყოთ ხახვის მოთუშვა. დავამატოთ ნიორი და ცეცხლს დავუწიოთ.
ამასობაში ავიღოთ ფქვილი, დავუმატოთ პილპილის მიქსი, მარილი და გადავურიოთ ერთმანეთში. დამარინადებული ქათამი ამოვავლოთ მიღებულ მასაში და დავიწყოთ მისი გაოქროსფერებამდე შეწვა.
მობრაწული სოკო და ხახვი გადავიტანოთ ქვაბში დავუმატოთ 100 მლ მწვანე ღვინო. ცოტახანში ჩავალაგოთ შემწვარი ქათამი და დავამატოთ 400 გრამი არაჟანი.
ტაფაში დავიწყოთ ხის სოკოს შეწვა ზეთთან ერთად. დავუმატოთ მარილი და დავაცადოთ წყლის გამოსვლა.
ამასობაში ქვაბში დავამატოთ 250 გრამი მოხარშული ლობიო. დავუმატოთ ერთი კბილი გადაკეპილი ნიორი. დავუმატოთ ცოტაოდენი მარილი და ცოტაოდენი შაქარი.
ავიღოთ დატხუნა და გავაცალოთ ღერო.
გადავკეპოთ დანით, დავუმატოთ ქინძი და 4-5 ღერო მწვანე ხახვი.
ქათამი მზადაა . გადავიტანოთ ჯამში და ზევიდან მოვაყაროთ შემწვარი ხის სოკო. ზემოდან მოვაყაროთ მწვანილები. ბოლო შტრიხად ზემოდან მოვაყაროთ ლიმონის და ფორთოხლის ცედრა.
დაბუღული ქათამი მზადაა. გემრიელად მიირთვით !

ვიდეოები „Taste Corporation"-ისგან