შოთა რუსთაველი 850 - ღონისძიება იერუსალიმის ჯვრის მონასტერში
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ისრაელში შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილე, სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება. კულტურის სამინისტროს დელეგაციისა და ისრაელში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, 9 დეკემბერს, ქალაქ იერუსალიმში, ჯვრის მონასტერში, პირველად, საქართველოს საგუნდო კაპელამ შოთა რუსთაველის ფრესკასთან იგალობა. ღონისძიებას, ქართულ დელეგაციასთან ერთად, იერუსალიმის ბერძნული მართლმადიდებელი საპატრიარქოს მიტროპოლიტი ისიხიოსი ესწრებოდა. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების დაწყებამდე, კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილმა, ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პაატა კალანდაძემ და თბილისის სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელმა ვახტანგ კახიძემ, ქალაქ იერუსალიმში შოთა რუსთაველის მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ქართული დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ისრაელში, კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილის ხელმძღვანელობით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში, არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი. http://culture.gov.ge/
მსგავსი ვიდეოები
შოთა რუსთაველი 850 - ღონისძიება იერუსალიმის ჯვრის მონასტერში
culturegovge culturegovge
შოთა რუსთაველი 850 - საზეიმო ღონისძიებები იერუსალიმის თეატრშ...
culturegovge culturegovge
შოთა რუსთაველი 850 - საზეიმო ღონისძიებები იერუსალიმის თეატრშ...
culturegovge culturegovge
თბილისის სიმფონიური ორკესტრის პირველი საგასტროლო ტურნე ისრა...
culturegovge culturegovge
მასშტაბური კამპანია "ემეგობრე მემკვიდრეობას"
culturegovge culturegovge
შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დამოუკიდებლობის აღდგენიდან 26-ე წლის აღნიშვნა ზუგდიდში
Radio Atinati
,,მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ'' - დამოუკიდებლობის დღე რუსთავ...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო