შოთა რუსთაველი 850 - ღონისძიება იერუსალიმის ჯვრის მონასტერში

10.12.2016 00:31

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ისრაელში შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილე, სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება. კულტურის სამინისტროს დელეგაციისა და ისრაელში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, 9 დეკემბერს, ქალაქ იერუსალიმში, ჯვრის მონასტერში, პირველად, საქართველოს საგუნდო კაპელამ შოთა რუსთაველის ფრესკასთან იგალობა. ღონისძიებას, ქართულ დელეგაციასთან ერთად, იერუსალიმის ბერძნული მართლმადიდებელი საპატრიარქოს მიტროპოლიტი ისიხიოსი ესწრებოდა. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების დაწყებამდე, კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილმა, ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პაატა კალანდაძემ და თბილისის სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელმა ვახტანგ კახიძემ, ქალაქ იერუსალიმში შოთა რუსთაველის მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ქართული დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ისრაელში, კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილის ხელმძღვანელობით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში, არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი. http://culture.gov.ge/

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

შოთა რუსთაველი 850 - ღონისძიება იერუსალიმის ჯვრის მონასტერში
01:15

შოთა რუსთაველი 850 - ღონისძიება იერუსალიმის ჯვრის მონასტერში

culturegovge culturegovge

შოთა რუსთაველი 850 - საზეიმო ღონისძიებები იერუსალიმის თეატრში
01:21

შოთა რუსთაველი 850 - საზეიმო ღონისძიებები იერუსალიმის თეატრშ...

culturegovge culturegovge

შოთა რუსთაველი 850 - საზეიმო ღონისძიებები იერუსალიმის თეატრში
01:02

შოთა რუსთაველი 850 - საზეიმო ღონისძიებები იერუსალიმის თეატრშ...

culturegovge culturegovge

თბილისის  სიმფონიური ორკესტრის პირველი საგასტროლო ტურნე ისრაელში
03:12

თბილისის სიმფონიური ორკესტრის პირველი საგასტროლო ტურნე ისრა...

culturegovge culturegovge

მასშტაბური კამპანია \"ემეგობრე მემკვიდრეობას\"
01:24

მასშტაბური კამპანია "ემეგობრე მემკვიდრეობას"

culturegovge culturegovge

შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
00:53

შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დამოუკიდებლობის აღდგენიდან 26-ე წლის აღნიშვნა ზუგდიდში
02:38

დამოუკიდებლობის აღდგენიდან 26-ე წლის აღნიშვნა ზუგდიდში

Radio Atinati

,,მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ'' - დამოუკიდებლობის დღე რუსთაველზე
03:00

,,მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ'' - დამოუკიდებლობის დღე რუსთავ...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ყველა ვიდეო