შოთა რუსთაველი 850 - საზეიმო ღონისძიებები იერუსალიმის თეატრში
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ისრაელში შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილე, სხვადასხვა ღონისძიებით, აღინიშნება. 10 დეკემბერს, კულტურის სამინისტროს დელეგაციის ორგანიზებითა და ისრაელში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, იერუსალიმის თეატრში საზეიმო ღონისძიებები ჩატარდა; თეატრის ფოიეში მხატვარ ქეთევან მატაბელის გამოფენა მოეწყო. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მხატვრის მიერ, ვეფხისტყაოსნის თემაზე შესრულებული ნამუშევრები. ოდნავ მოგვიანებით კი თბილისის სიმფონიურმა ორკესტრმა და საქართველოს სახელმწიფო კაპელამ, პოეტის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი კონცერტი გამართეს. კონცერტს ისრაელელი მაესტრო ამოს ტალმონი დირიჟორობდა; შესრულდა მოცარტის რექვიემი. ქართული დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ისრაელში, კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილის ხელმძღვანელობით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში, არაერთი ღონისძიება ჩატარდა. http://culture.gov.ge/
მსგავსი ვიდეოები
შოთა რუსთაველი 850 - საზეიმო ღონისძიებები იერუსალიმის თეატრშ...
culturegovge culturegovge
დამოუკიდებლობის აღდგენიდან 26-ე წლის აღნიშვნა ზუგდიდში
Radio Atinati
მასშტაბური კამპანია "ემეგობრე მემკვიდრეობას"
culturegovge culturegovge
შოთა რუსთაველი - 850 / სამეცნიერო კონფერენცია საპატრიარქოს...
Natia Putkaradze
შოთა რუსთაველი 850 და XXI საუკუნის ხელნაწერი ვეფხისტყაოსანი....
Marketer
შოთა რუსთაველი 850 - ღონისძიება იერუსალიმის ჯვრის მონასტერში
culturegovge culturegovge
შოთა რუსთაველი 850 - ღონისძიება იერუსალიმის ჯვრის მონასტერში
culturegovge culturegovge
სამეცნიერო კონფერენცია ,,შოთა რუსთაველი - 850"
TV religia