სასამართლო სხდომა ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე

06.02.2019 00:47

ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დღეს სასამართლო სხდომა გაიმართება და მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ. ამ საქმეზე ბრალდებულებს შორის არის სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ყოფილი უფროსი გია თვალავაძე, რომელიც სექტემბერში დააკავეს, თუმცა მისმა ადვოკატებმა სასამართლოსგან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლა მოითხოვეს და თვალავაძე გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს. გია თვალავაძეს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება. ბრალდების თანახმად, მას ინფორმაცია ჰქონდა, რომ ათეულობით აფთიაქში ფსიქოტროპული მედიკამენტები უკანონოდ იყიდებოდა, თუმცა ამაზე რეაგირება არ მოუხდენია. გია თვალავაძის ადვოკატმა „მოამბესთან“ საუბარში განმარტა, რომ შესავალი სიტყვის გარდა, დაცვის მხარე სასამართლოს რამდენიმე მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარუდგენს, რითიც მისი თქმით, თვალავაძის უდანაშაულობა დამტკიცდება. გია თვალავაძე ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ ცნობს. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჯამში 21 პირი მისცეს პასუხისგებაში, რომელთა მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ფსიქოტროპული საშუალებების ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა საერთო ჯამში 4 094 709 ლარი შეადგინა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულთა სასამართლო
01:38

ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულთა სასამარ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით სასამართლო სხდომა მიმდინარეობს
02:38

ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის მ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გიორგი შაქარაშვილის საქმე
02:29

გიორგი შაქარაშვილის საქმე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ხურვალეთიდან გატაცებული,  შესაძლოა, ხვალ გაათავისუფლონ
01:31

ხურვალეთიდან გატაცებული, შესაძლოა, ხვალ გაათავისუფლონ

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მეჯვრისხევიდან გატაცებულის ოჯახი დახმარებას ითხოვს
01:16

მეჯვრისხევიდან გატაცებულის ოჯახი დახმარებას ითხოვს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის საქმეს სასამართლო დღეს განიხილავს
00:56

ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის საქმეს სასამართლო დღეს განიხილავს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დე ფაქტო სასამართლო პროცესი ოკუპირებულ ცხინვალში
00:46

დე ფაქტო სასამართლო პროცესი ოკუპირებულ ცხინვალში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომა
01:56

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო