მეჯვრისხევიდან გატაცებულის ოჯახი დახმარებას ითხოვს
სოფელ მეჯვრისხევიდან გატაცებული გოჩა ფიდიურის ოჯახი დახმარებას ითხოვს. 50 წლამდე მამაკაცის ახლობლები აცხადებენ, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. რუსმა სამხედროებმა გოჩა ფიდიური მაშინ აიყვანეს, როდესაც თანასოფლელთან ერთად, საქონელს მწყემსავდა. იქვე იმყოფებოდა მისი ძმაც, თუმცა, როგორ მოხდა გატაცება, არც ერთ მათგანს არ დაუნახავს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მომხდარის ადგილას მავთულხლართები გავლებული არ არის და იქ მხოლოდ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერია. დაკავების შესახებ, ფიდიურების ოჯახს ინფორმაცია ქართველმა სამართალდამცველებმა მიაწოდეს. ოკუპირებული ცხინვალიდან, მათ არავინ დაკავშირებია, მათ შორის არც ჯარიმის მოთხოვნით. მეჯვრისხევის მცხოვრებლები ვარაუდობენ, რომ უქმე დღეების გამო, ე.წ. სასამართლო სხდომა ორშაბათამდე ვერ გაიმართება. მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
გატაცებების ახალი ტალღა შიდა ქართლში
ამერიკის ხმა
აქცია ერგნეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქრონიკა 11:00 საათზე - 2 ნოემბერი, 2022 წელი
TV IMEDI
მეჯვრისხევიდა გატაცებული საქართველოს სამივე მოქალაქე თავისუფ...
Trialeti TV
სოფელ მეჯვრისხევდიან გატაცებული მალხაზ ლეჟავა, ოკუპირებული ც...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გატაცება მეჯვრისხევიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მკერავი მეჯვრისხევიდან, რომელიც თანასოფლელებს პირბადეებს უსა...
Tv Dia
უკანონო დაკავება საოკუპაციო ხაზთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster