გიორგი შაქარაშვილის საქმე


გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ექვსი არასრულწლოვნის სასამართლო სხდომა კიდევ ერთხელ გადაიდო. მიზეზი ერთ-ერთი ბრალდებულის შეუძლოდ გახდომაა, რომელიც მე-4 დღეა შიმშილობს. პროკურატურაში მიიჩნევენ, რომ ეს დაცვის მხარის სტრატეგიაა და ისინი საქმის გაჭიანურებას ცდილობენ, რასაც ადვოკატები კატეგორიულად უარყოფენ.
დღეს ბრალდების მხარის ექვსი მოწმე უნდა დაკითხულიყო, მათ შორის ე.წ. ნახალოვკის სამეგობროს სამი წევრი და საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები, რომლებიც საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობდნენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან