ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულთა სასამართლო
ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის საქმეზე დაკავებული პირების სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება. დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად უკვე წარდგენილი აქვთ და სასამართლოს 24 საათი აქვს მათთვის აღკვეთის ღონისძიებას შეფარდებაზე მსჯელობისთვის. ე.წ. კანონიერ ქურდს, მეტსახელად „გლეხოვიჩს“ ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, რადგან ის საზღვარგარეთ ცხოვრობს. დაკავებულია მისი შვილი. გამოძიების ინფორმაციით, მან სწორედ შვილს დაავალა ე.წ. ქურდული გარჩევის გზით, ორ ბიზნესპარტნიორს შორის ფინანსური დავა მოეგვარებინა, რა დროსაც ერთ-ერთს მეორისათვის 80 000 ლარის გადახდა დაეკისრა. ერთ-ერთი დაკავებულის, მევლუდ მახარობლიძის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს და თავს დამნაშავედ არ ცნობს. ადვოკატი „გლეხოვიჩის“ და მახარობლიძის ნათესაურ კავშირს არ ადასტურებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულია ექვსი პირი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაკავება ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაკავება ქურდული სამყაროს წევრობის და გამოძალვის ბრალდებით
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აღკვეთის ღონისძიება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აღკვეთის ღონისძიება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სპეცოპერაცია ფოთსა და სენაკში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სპეცოპერაცია თბილისსა და აჭარაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაკავება „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით
პირველი არხი Georgian Public Broadcaster