ხურვალეთიდან გატაცებული, შესაძლოა, ხვალ გაათავისუფლონ

30.09.2018 01:31

სოფელ ხურვალეთიდან გატაცებული მაია ოთინაშვილი შესაძლოა, ხვალ გაათავისუფლონ. უკვე ცნობილია, რომ ოკუპირებულ ცხინვალში ხვალ ე.წ. სასამართლო სხდომა გაიმართება და დე ფაქტო საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით დაკავებული ოთინაშვილის საქმე განიხილება. 37 წლის ქალი ამ დრომდე ოკუპირებული ცხინვალის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. ოჯახს ოკუპირებული ტერიტორიიდან ჯერჯერობით მხოლოდ ის შეატყობინეს, რომ ოთინაშვილი წინასწარი დაკავების დაწესებულებაშია, თუმცა, სხვა დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის არც ე.წ. ჯარიმის გადახდის შესახებ, გატაცებულის ახლობლებისთვის არ მიუწოდებიათ. მაია ოთინაშვილი რუსმა სამხედროებმა გუშინ საკუთარი ბაღიდან გაიტაცეს. მავთულხლართებს მიღმა ის ძალის გამოყენებით გადაიყვანეს. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ყველა შესაბამისი უწყება, ამოქმედებულია ცხელი ხაზიც. დეტალების გასარკვევად ევროკავშირის მონიტორები ოთინაშვილების ოჯახში იმყოფებოდნენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

მაია ოთინაშვილი მერვე დღეა, ოკუპირებული ცხინვალის საპატიმროში რჩება
00:49

მაია ოთინაშვილი მერვე დღეა, ოკუპირებული ცხინვალის საპატიმროშ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გატაცება სოფელ ხურვალეთიდან
02:54

გატაცება სოფელ ხურვალეთიდან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#ახალიკვირა მორიგი გატაცება საოკუპაციო ხაზიდან
12:32

#ახალიკვირა მორიგი გატაცება საოკუპაციო ხაზიდან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#ახალიკვირა ინტერვიუ ქეთევან ციხელაშვილთან
08:46

#ახალიკვირა ინტერვიუ ქეთევან ციხელაშვილთან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მაია ოთინაშვილის საქმე
01:40

მაია ოთინაშვილის საქმე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

რუსმა სამხედროებმა საქართველს ორი მოქალაქე ტყვეობიდან გაათავისუფლეს
00:30

რუსმა სამხედროებმა საქართველს ორი მოქალაქე ტყვეობიდან გაათავ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გატაცებული შშმ პირი კვლავ რუსი ოკუპანტების ტყვეობაში რჩება
01:28

გატაცებული შშმ პირი კვლავ რუსი ოკუპანტების ტყვეობაში რჩება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ხურვალეთიდან გატაცებულ მაია ოთინაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს
04:13

ხურვალეთიდან გატაცებულ მაია ოთინაშვილს ორთვიანი წინასწარი პა...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო