მარიუპოლიდან და კიევიდან ევაკუირებული ქართველები


შედარებით უსაფრთხო სიტუაციის გამო ლვოვს არაერთი ქალაქიდან აფარებენ თავს. მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც.

უკვე მეორე დღეა, ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ავტობუსების სპეციალური რეისები სრულდება. დღეს ლვოვი ჩვენი ქვეყნის 50-ზე მეტმა მოქალაქემ დატოვა და პოლონეთში გადავიდა, საიდანაც სამშობლოში დაბრუნდებიან. გამთენიისას საქართველოში ჩამოასვენებენ უკრაინაში დაღუპულ ორ ქართველ მებრძოლსაც. ლვოვში მუშაობას განაგრძობს საქართველოს საკონსულო პუნქტიც. იმ ქართველებს შორის, რომლებმაც სპეციალური რეისებით ისარგებლეს, იყვნენ მარიუპოლიდან ჩასულებიც. რუსეთის საოკუპაციო ძალებით გარშემორტყმული და თითქმის სრულად განადგურებული ქალაქიდან გამოსაღწევად მათ არაერთი დაბრკოლების გადალახვა და კილომეტრების ფეხით გავლა მოუხდათ.

თავშესაფრებში გატარებული 20 დღე და ცხოვრება ბომბების ქვეშ - სიკვდილს გადარჩენილი მოქალაქეები „მოამბესთან“ უმძიმეს დღეებს იხსენებენ.  

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან