მარიუპოლიდან და ვოლნოვახიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს
დაახლოებით 2 საათია მარიუპოლიდან და ვოლნოვახიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. მარიუპოლის მერმა, დაადასტურა, რომ მწვანე დერეფანი გახსნილია და მარიუპოლისთვის ე.წ. დუმილის რეჟიმი მოქმედებს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ეს ქალაქს საშუალებას მისცემს, აღადგინოს კრიტიკული ინფრასტრუქტურა - ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება, ასევე აამუშავოს მობილური კომუნიკაციები. ასევე, შესაძლებელი იქნება აუცილებელი საკვებისა და მედიკამენტების მიწოდება. ე.წ. დუმილის რეჟიმი ადგილობრივი დროით 16:00 საათამდე იმოქმედებს. ჰუმანიტარული დერეფნის მარშრუტიდან გადახვევა კატეგორიულად აკრძალულია. ცეცხლის დროებით შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც. პარალელურად, სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები, რომელიც უკრაინის სხვადასხვა ქალაქში არსებულ ვითარებას ასახავს. მასალაში ჩანს, რომ ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად მოქალაქეებს გრძელ რიგებში უწევთ დგომა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მარიუპოლიდან და კიევიდან ევაკუირებული ქართველები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
9 მაისი - ზელენსკის მიმართვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შტურმი „აზოვსტალზე“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება „აზოვსტალში“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჰუმანიტარული დერეფნები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster