ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს ახალი ოფისი აქვს

07/28/2019
Radio Atinati-ის მიერ

ზუგდიდში, რუსთაველის #93- ში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი გახსნა. ის 14 წლის განმავლობაში რეფერალური ჰოსპიტალის ბაზაზე ფუნქციონირებდა. ცენტრის, დირექტორის ნანა ოდიშარიას თქმით, აღნიშნული სამსახური 12 მიმართულებით მუშაობს, მათ შორისაა ტუბერკულოზის, აივ/ინფექცია შიდსის და C ჰეპატიტის სკრინინგი. მისივე ინფორმაციით, ცენტრის პერსონალი ბენეფიციარებს კარდაკარის პრინციპით გაუწევს მომსახურებას.
„ჩვენი სამსახური ძირითადად პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებს. ყველაზე მნიშვნელოვანი არის C ჰეპატიტის სკრინინგის პროგრამა, რომელიც გასულ წელს დაიწყო. ეს არის ინტეგრირებული სკრინინგი პირველადი ჯანდაცვის რგოლში, რომელიც გულისხმობს c ჰეპატიტის, აივ ინფექციისა/შიდსისა და ტუბერკულოზის სკრინინგს. ჩვენი ექიმები და ექთნები დადიან კარდაკარ და ადგილზე სთავაზობენ ბენეფიციარებს სკრინინგის პროგრამაში ჩართვას. შესაბამისად, თუ ვინმეს არ აქვს იმის საშუალება, რომ მიმართოს ექიმს სამედიცინო დაწესებულებაში, ჩვენი პერსონალი აუცილებლად სახლში მიაკითხავს მას. გარდა ამისა, მთავრობის დადგენილებით აგვისტოდან უფასო ხდება c ჰეპატიტისა დიაგნოსტირება და მკურნალობა.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან