პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ზუგდიდში
სტაბილურია ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 67 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი აქვს დადასტურებული. ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მამაკაცი თურქეთიდან 20 მარტს ჩამოვიდა, კლინიკაში მოთავსებამდე, 24 მარტამდე კი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. მამაკაცის მეუღლე თვითიზოლაციაშია გადაყვანილი. ამასთან, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ანაკლიის საკარანტინო სივრციდან ახალგაზრდა მამაკაცი გადაიყვანეს. მას მაღალი ტემპერატურა და ხველება აღენიშნება და უკვე ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევა ლუგარის ლაბორატორიაში, პასუხი იყო უარყოფითი, თუმცა, მოთავსებული იქნა საკარანტინო სივრცეში, სადაც 14 დღე იმყოფებოდა. ეს ვადა დღეს ამოიწურა. საჭიროების შემთხვევაში, პაციენტის ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში ხელახლა გადაიგზავნება. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ცნობილია, რომ ახალგაზრდა მამაკაცი იტალიიდან არის ჩამოსული. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
კოვიდპაციენტები რუხის კლინიკაში
Radio Atinati
წითელას შემთხვევები ზუგდიდში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების მკურნალობ...
Radio Atinati
ინფიცირების შემთხვევა ზუდიდში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
EchoWaves-ის რამდენიმე მონაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
COVID 19 - ვითარება სამეგრელოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზუგდიდის ინფექციურში ორსული ქალი შეიყვანეს
Radio Atinati
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ლი...
Radio Atinati