ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ლიტვის მოქალაქე იმყოფება
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით გუშინ უცხოეთის ერთმა მოქალაქემ მიმართა და ის ამ დრომდე ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფება. არსებული ინფორმაციით, ის გუშინ ლიტვიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში მეგობართან სტუმრად ჩამოვიდა. როგორც კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ნოდარ ჩიქოვანმა განაცხადა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას უკვე ჩაუტარდა სამედიცინო კვლევები. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. "დღესდღეობით საავადმყოფოში მოთავსებულია 15 პაციენტი. აქედან, გრიპისთვის დამახასიათებელი ნიშნები აღენიშნება ერთ პაციენტს, რომელიც არის ლიტვის მოქალაქე. მას უტარდება შესაბამისი კლინიკური კვლევები და არის დაკვირვების ქვეშ. რადგან ლიტვა არ მიეკუთვნება კორონავირუსის რისკ-ჯგუფებს, შესაბამისად, ამ პაციენტზე დაკვირვება გაგრძელდება და საჭიროების შემთხვევაში, თუკი მოხდა გართულება, შემდგომ მოხდება უკვე შესაბამისი ანალიზების დამატებით აღება და ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნა. სტაბილური სიტუაციაა და პანიკის საფუძველი არ არსებობს. მოვუწოდებ ყველას, შევინარჩუნოთ სიმშვიდე", - თქვა ჩიქოვანმა. მისივე თქმით, აღნიშნული საავადმყოფო აღჭურვილია თანამედროვე ბოქსირებული პალატით, ლაბორატორიით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გუშინ დაფიქსირდა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქვეყნის მასშტაბით, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 247 პირი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება სამეგრელოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსის შემთხვევა ლენტეხში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების მკურნალობ...
Radio Atinati
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს აქცია შიდსის დღესთან დაკავშ...
STV NEWS
მეუფე გერასიმემ ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ექიმებს მად...
Radio Atinati
ჯანდაცვის სამინისტროს ბრიფინგი ზუგდიდის ინფექციური საავადმყო...
დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტრო