ზუგდიდში შოთა მესხიას უნივერსიტეტში სტუდენტებს ც ჰეპატიტზე ანალიზი უფასო ჩაუტარდად

23.03.2016 01:20

ზუგდიდში შოთა მესხიას უნივერსიტეტში სტუდენტებს ც ჰეპატიტზე უფასო ანალიზი გაუკეთდათ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინიციატივით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ც ჰეპატიტსა და აივ ინფექციაზე, დღევანდელი კვლევის ჩათვლით, 7 თვის განმავლობაში 38 რეგიონული გასვლა ჩატარდა. ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს ნანა ოდიშარიას განმარტებით, სამეგრელოს რეგიონში სკრინინგულმა კვლევებმა 40%-მდე ინფიცირებული გამოავლინა, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. მისივე თქმით, ბენეფიციარებს შეუძლიათ მიმართონ დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეგრელო-ზემო სავნეთის რეგიონულ ლაბორატორიას, რომელიც ზუგდიდში ჯანაშის ქ. N8 მდებარეობს. ამავე მისამართზე მათ ჩაუტარდებათ უფასო გამოკვლევები და მკურნალობა, როგორც აივ ინფექციზე, ასევე ც ჰეპეტიტის ელიმინაციის პროგრამაზე. რადიო ..ათინათი'' Website: http://radioatinati.ge/ Facebook:   / rado.atinati.  . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/

გაზიარება: