გიორგი მარგველაშვილი ზუგდიდში სტუდენტებს შეხვდა

08/31/2016
Radio Atinati-ის მიერ

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა. პრეზიდენტი ზუგდიდს ამომრჩეველთა გააქტიურების კამპანიის ფარგლებში ეწვია. მარგველაშვილის განცხადებით, კამპანია არ ემსახურება მოწოდებას, რომელიმე პარტიის მხარდასაჭერად, არამედ ემსახურება მოქალაქეების გააქტიურებას. გიორგი მარგველაშვილმა დღეს მესხიას უნივერსიტეტთან ერთობლივ მემორანდუმს მოაწერა ხელი. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ისეთი ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას ითვალისწინებს, რომლებიც მიმართული იქნება უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლების, ახალი თაობების სრულფასოვანი აღზრდის ხელშეწყობისა და მათი წახალისების, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და სახელმწიფოებრივი ღირებულებების განმტკიცებისაკენ. ამასთანევე საქართველს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სამართლის საბაკალავრო პროგრამა გაიხსნება, რომელიც ,,რეგიონული უნივერსიტეტის მხარდაჭერის\" პროექტის ფარგლებში განხორციელდება.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან