Soso Mikeladze – Modi shevxvdet sadme - სოსო მიქელაძე - მოდი შევხვდეთ სადმე

05/13/2017
Soso Mikeladze Official-ის მიერ

#მოდიშევხვდეთსადმე, #ღამე, #მედაშენ,
ტექსტი და მუსიკა: სოსო მიქელაძე
არანჟირება, ხმის რეჟისურა: ზაზა ხუბუკელაშვილი
გიტარა: ზაზა ხუბუკელაშვილი
სტუდია: „სეუ სტუდია“, 2017 წელი, მაისი
Written by: Soso Mikeladze
Arrangement: Zaza Khubukelashvili

„მოდი შევხვდეთ სადმე“...
ამ სასიყვარულო სიმღერაში აღბეჭდილია სწორედ ის ყმაწვილური, უკვდავი სიყვარულის სულისკვეთება, ემოციების ქარიშხალი, რაც მთელი ცხოვრება მარადიული სიცოცხლის ელიქსირივით გვამოძრავებს და ყოფნის ხალისით ხუნძლავს ჩვენს შინაგან სამყაროს.
შეხვედრა, განშორება, მოლოდინი, მონატრების თავშეუკავებელი სიმძაფრე, წამიერების დაუსრულებლობა - ყველა ეს იდეა, რა თქმა უნდა, ბოლომდე გასდევს ამ ენერგიულ და საცეკვაო სიმღერას.
\"მოდი შევხვდეთ სადმე\", ვფიქრობ, გასაგები და ადვილად აღსაქმელი იქნება, როგორც სრულიად პატარა ბავშვის, ასევე მოხუცისთვისაც.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ჩემს მეგობარს, რომელიც სიტყვით, საქმით, ემოციით, ტაქტიანი შენიშვნით ყოველთვის დაუზარელად მხარში მიდგას. მართლაც სიამოვნებაა და ფუფუნება, როდესაც ამგვარ სითბოს, სიყვარულსა და სიკეთეს იღებ.

და ბოლოს, ჩემი სურვილია, რომ სიმღერამ „მოდი შევხდეთ სადმე“ დაიპყროს სამხიარულო სუფრები, კორპორატივები, ბანკეტები, საცეკვაო დარბაზები და, რა თქმა უნდა, თქვენი გულები.

გილოცავთ და ვულოცავ საკუთარ თავს ამ მართლაც ბედნიერებისმომტანი სიმღერის გამოსვლას!
გვფარავდეს უფალი!

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

\"მოდი შევხვდეთ სადმე\" (სიმღერის ტექსტი)

ღამე თითქოს მაფრთიანებს
შენი წყურვილით,
და ფიქრს ათრობს შორიდანვე
კოცნის სურვილი!

ღვინოში თავი დავიხჩე,
წვეთებით ზღვა შევაგროვე,
და ახლა რომ არა გნახო,
ჭკვიდან გადავალ ეგრევე!

მისამღერი:

მოდი შევხვდეთ სადმე,
მოდი შევხვდეთ სადმე,
წვიმა არ მადარდებს,
მოდი შევხვდეთ სადმე,
მხოლოდ ისევ ღამით,
მხოლოთ ისევ კოცნით,
მხოლოდ მხოლოდ მხოლოდ
მხოლოდ მე და შენ!

თავსა ვკარგავ შენი ცქერით
თითქოს ვიცლები!
და შენი ხმის ტკბილი ბგერით
ნუ დაიღლები!

დამთანხმდი ერთ შეხვედრაზე,
და ერთი ცეკვაც მაჩუქე,
სანამ მაგ შენს სილამაზეს
მუხლის ჩოქებზე დავუდექ!

მისამღერი:
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

სიმღერის ტექსტი: http://wp.me/p2yRJ1-1Tq
Русский дословный перевод: http://wp.me/p2yRJ1-1Tq

© საავტორო უფლებები დაცულია
გთხოვთ, ნუ გადაამრავლებთ (მოიპარავთ) კლიპს/სიმღერას;
ნუ ატვირთავთ აღებულ რგოლს თქვენს არხზე სხვადასხვა ფოტოებით და არაადექვატური სახელწოდებებით!!!
ეს არის ჩვენი არხის პრინციპული პოზიცია!
ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სიმღერის მოცემული ბმულის გაზიარება სოციალურ ქსელში.
ვიდეოს/სიმღერის თქვენს არხზე დაკოპირების შემთხვევაში - გაუფრთხილებლად წაგეშლებათ რგოლი.

Soso Mikeladze – Modi shevxvdet sadme - სოსო მიქელაძე - მოდი შევხვდეთ სადმე -
Let’s meet somewhere – Давай встретимся где-нибудь
   • Soso Mikeladze – Modi shevxvdet sadme...  

მოუსმინეთ ჩვენი არხის ყველაზე პოპულარულ სიმღერებს:

1. „მე და შენ“    • Soso Mikeladze - Me da shen -  სოსო მ...  
2. „მიყვარხარ“    • Soso Mikeladze - Miyvarxar - სოსო მიქ...  
3. „მარიამი“    • Soso Mikeladze - Mariami - სოსო მიქელ...  
4. „გოგო გოგონი“    • Soso Mikeladze - Gogo Gogoni - სოსო მ...  
5. ალბომი „მე და შენ“    • Soso Mikeladze - მე და შენ (სრული ალბ...  

გამოიწერეთ არხი:    / sosomikeladze  
შემოგვიერთდით Facebook-ზე: https://www.facebook.com/sosomikeladz...
Twitter: https://twitter.com/sosomikeladze
Soundcloud: https://soundcloud.com/sosomikeladze-1
My site: https://sosomikeladze.wordpress.com
Instagram: https://www.instagram.com/mikeladzesoso/