გამგებლის ცემის ფაქტზე მოწმე დაიკითხა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დღეს უჩაშონას გამგებლის ბეჟან ჭურღულიას ცემის ფაქტზე საქმის განხილვა დაიწყო. სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმე, გამგებლის წარმომადგენელი ლადო ქვარცხავა დაიკითხა. მან სასამართლოს განუმარტა, რომ ნიკა ჭურღულიამ ბეჟან ჭურღულიას ფეხი ჰკრა, თუმცა მოწმე ფიქრობს, რომ გამგებელისთვის მას ტკივილი არ მიუყენებია. „ერთადერთი იყო ის, რომ ხელისუფლების წარმომადგენელს გაარტყა ისევ ახალსოფლის მცხოვრებმა,“- განაცხადა ქვარცხავამ. დღესვე, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, სხვა მოწმმეებიც უნდა დაეკითხათ, თუმცა ისინი სხდომაზე არ გამოცხადდნენ. ,,მოწმემ ამ ეტაპისთვის აღნიშნა ის გარემოებები, რაც სინამდვილეში არ ქმნის დანაშაულის შემადგენლობას. რაც შეეხება ნიკა ჭურღულიას, ის არ ცნობს ბრალდებას,''- აღნიშნა ბრალდებულის ადვოკატმა ბაჩუკი ყურაშვილმა. ადვოკატის თქმით, სხვა მოწმეების დაკითხვის შემდეგ დადგინდება, რომ ნიკა ჭურღულიას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. ცნობისთვის, სოფელ უჩაშონას გამგებლის ბეჟან ჭურღულიასა და ნიკა ჭურღულიას შორის ინციდენტი 16 სექტემბერს მოხდა. ნიკა ჭურღულიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს. სოფლის გამგებლის მტკიცებით, მას სცემეს, რასაც ბრალდებული უარყოფს და აცხადებს, რომ მათ შორის მხოლოდ სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. "ენმ"-ის წევრების მტკიცებით, აღნიშნულის მიზეზი პოლიტიკური უთანხმოება იყო. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ყვარლის გამგებელს სასამართლოში უჩივლეს
ტელეკომპანია თანამგზავრი
ახალი 12 | მოსახლეობის პროტესტი | 27.09.12
GeoArchive
გამგებლის მოადგილეს უხეშობაში ადანაშაულებენ
ტელეკომპანია თანამგზავრი
გამგებლის მოადგილე: თხილის ზარალის ასანაზღაურებლად კომპენსაც...
Radio Atinati
გამგებლის ყოფილი მოადგილე: ატესტაციის ჩატარებას პოლიტიკური მ...
Radio Atinati
გამგებლის კონკურსი ახმეტაში
ტელეკომპანია თანამგზავრი
გამგებლის თანამდებობის დასაკავებლად 36 კონკურსანტი დარეგისტრ...
ტელეკომპანია თანამგზავრი
გამგებლის დამშვიდობება
Municipality of Marneuli