„პარტნიორობა ადგილობრივი განვითარებისათვის“- შეხვედრა ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდში ადგილობრივი თვითმმართველობის, ბიზნესისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მათ სფეროში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის შესაძლებლობებზე იმსჯელეს. მონაწილეებმა ადგილობრივი გარემოს გაუმჯობესებისთვის საჭირო აქტივობებზე ისაუბრეს. მათი თქმით, ბიზნესკომპანიების და სამოქალაქო ორგანიზაციების თანამშრომლობის გაღრმავება და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელშეწყობას ცნობიერების ამაღლება, კვალიფიციური კადრები და ბიზნესის განვითარების გეგმის არქონა უშლის ხელს. საკრებულოს წევრი ედიტა კოდუა თვლის, რომ სოფლის მეურნეობა კვალიფიციური აგრონომების გარეშე ვერ განვითარდება. რაც შეეხება მეწარმე მაია კოდუას, მან საჭირო კადრების მიგრაციის პრობლემაზე ისაუბრა. მისი თქმით, ახალგაზდობა ტოვებენ ისეთ სოფლებს, სადაც ტურიზმის და აგრობიზნესის განვითარებაა შესაძლებელი. „კოოპერატივი ნექტარი 2016-ის“ წევრი ლამზირა რაფავა ამბობს, რომ წარმოებული პროდუქციის გასაღება უჭირთ. „სახელმწიფო დაგვეხმარა შევიძინეთ ყუთები, მისაბმელი, კმაყოფილები ვართ, მაგრამ ასევე შეგვპირდნენ, რომ გვექნებოდა გასაღების ბაზარი. ჩვენს პროდუქციას ვყიდით ბაზარში სხვა ქალაქებში, მაგრამ არ არის საკმარისი იმისათვის, რომ განვითარდეს ეს დარგი. ასე მგონია, რომ სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ხელი თაფლის ორგანიზებულ ჩაბარებას. მაშინ ალბათ მეფუტკრეც და მთელი ჯგუფი დაირაზმება იმისათვის, რომ გაზარდოს მათი წარმოება ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერაც კი“, - აღნიშნა რაფავამ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შეს...
პარტნიორები დემოკრატიის განვითარებისათვის
სამუშაო შეხვედრა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რეკომენდაციები შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისთვის
culturegovge culturegovge
პარტნიორობა ადგილობრივი განვითარებისათვის
TV 25
როგორ იმუშავა ბათუმის მუნიციპალურმა ტრანსპორტმა პანდემიის დრ...
Georgian Media Club
"თბილისის გარდაქმნა შემოქმედებით ცენტრად" - კონფერენცია
culturegovge culturegovge
საერთაშორისო ფორუმი "შემოქმედებითი საქართველო" გრძელდება
culturegovge culturegovge
საქართველო - სოფლის მეურნეობა და ადგილობრივი განვითარება
M4EG