რეკომენდაციები შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისთვის
8-9 დეკემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამის ეგიდით, თბილისში გაიმართება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეგიონული ფორუმი - „კულტურა და შემოქმედებითობა ინოვაციისა და განვითარებისათვის“. ფორუმის ფარგლებში, 7 დეკემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში შედგა შემოქმედებითი ინდუსტრიების სხვადასხვა ქვესექტორის პროფესიონალთა რეკომენდაციების საფუძველზე შექმნილი სამუშაო დოკუმენტის განხილვა. ქვეყანაში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისათვის საჭირო რეკომენდაციები ქვესექტორების მიხედვით ექსპერტთა ექვსმა ჯგუფმა წარმოადგინა. დოკუმენტის სამუშაო ვერსია 7-9 სექტემბერს ჩატარებული შემოქმედებითი ინდუსტრიების ქვესექტორული სამუშაო შეხვედრების საფუძველზე მომზადდა. მასში ასახულია 6 ქვესექტორის (სახვითი ხელოვნება; არქიტექტურა და დიზაინი; საშემსრულებლო-სანახაობითი ხელოვნება; კინო, აუდიოვიზუალური ხელოვნება და ციფრული მედია; კულტურული მემკვიდრეობა და რეწვა; ლიტერატურა და გამომცემლობა) საჭიროებები სამეწარმეო პოტენციალის გაძლიერების მიმართულებით. 7 დეკემბერს განიხილეს და სრულყვეს აღნიშნული დოკუმენტის სამუშაო ვერსია; 9 დეკემბერს მოხდება შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების შესახებ დოკუმენტში ასახული ხედვის გაზიარება ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან. შეხვედრას უძღვებოდა ფორუმ „შემოქმედებითი საქართველოს" კოორდინატორი ზვიად მჭედლიშვილი. http://culture.gov.ge/
მსგავსი ვიდეოები
როგორ მოვიქცეთ მიწისძვრის დროს?
შემოქმედებითი საზოგადოება საქართველო
აბიტურიენტთა რეგისტრაცია დასრულდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სამი სკამი - დათა თავაძე
Artareatv
#მოამბე 21 საათზე, 19 სექტემბერი, 2022 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„არტ გენი“ იწყება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზუგდიდის სამხატვრო გალერეა
Radio Atinati
რეკომენდაციები
დებატებისა და განათლების ინსტიტუტი
რეკომენდაციები
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი