საერთაშორისო ფორუმი "შემოქმედებითი საქართველო" გრძელდება
მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრში - ტექნოპარკი (მის.ოქროყანა, ინოვაციების ქუჩა 7), საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ევროკავშირის ეგიდით გრძელდება ფართომასშტაბიანი ფორუმი სახელწოდებით: „კულტურა და შემოქმედებითობა ინოვაციისა და განვითარებისათვის“. ფორუმის მეორე დღეს, 9 დეკემბერს, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლები ერთმანეთს კვლავ უზიარებენ სექტორის განვითარების ძირითად ტენდენციებსა და წარმატებულ გამოცდილებას. ეწყობა პრეზენტაციები, სემინარები და დისკუსიები ისეთ თემებზე, როგორიცაა ანიმაციის ინდუსტრიის განვითარება საქართველოში, კინო საქართველოში, ურბანული კულტურული პროექტები, ტრადიციული რეწვა საქართველოში და სხვა. ამავე დღეს, ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის, მოლდოვას, ბელარუსისა და საქართველოს დელეგაციათა ხელმძღვანელების მიერ, „აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების თბილისის მანიფესტის“ მიღება, რაც ხელს შეუწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანას შორის რეგიონულ თანამშრომლობას. ფორუმის ფარგლებში მოეწყობა ასევე შემეცნებითი ვიზიტი ‘’Fabrika’’-ში. საერთაშორისო ფორუმი სახელწოდებით: „კულტურა და შემოქმედებითობა ინოვაციისა და განვითარებისათვის“ 8-9 დეკემბერს ტარდება და მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას შემოქმედებითი ინდუსტრიების შესახებ, ამასთან, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების, პოლიტიკის განმსაზღვრელი პირების, შემოქმედებითი სექტორისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლების ერთმანეთთან დაკავშირებას. http://culture.gov.ge/
მსგავსი ვიდეოები
ელენე თოიძე - „შემოქმედებითი კლასტერების ეკოსისტემის განვითა...
Creative Industries Georgia ID
#ახალიდღე „შემოქმედებითი საქართველო“ - საბავშვო ლიტერატურული...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რეზიდენცია ახალგაზრდა ქართველი ხელოვანებისათვის
Creative Georgia
„ონლაინ მასტერ-კლასები სახვით ხელოვნებაში".პედაგოგი თამარ მა...
foliannti art center
ხელოვანი მუზეუმში: კატარინა შტადლერი / Artist at the Museum:...
Silk Museum
ხელოვანი მუზეუმში: სანდრო სულაბერიძე / Artist at the Museum:...
Silk Museum
ხელოვანი მუზეუმში: ნინო ზირაქაშვილი / Artist at the Museum:...
Silk Museum
ქეთევან (ქეთი) შავგულიძის მოხსენება / A Lecture by Ketevan (...
Silk Museum