„კოვიდ-19“-ის გავრცელების მაჩვენებელი საქართველოში


27 ათასზე მეტი ტესტი და 248 ინფიცირებული, - ასეთია გასული 24 საათის სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც დადებითობის დღიური მაჩვენებელი 0.89 % ს შეადგენს. სიტუაციის გაუმჯობესების ტენდენცია ნარჩუნდება.  გამოჯანმრთელდა 525 პირი. ბოლო დღე-ღამის მანძილზე, ინფექციას ქვეყანაში 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სულ კი, ვირუსის გავრცელებიდან ერთი წლის თავზე, „კოვიდ 19“-ის დიაგნოზით 3510 პაციენტია გარდაცვლილი. ახალი შემთხვევების უმრავლესობა ისევ თბილისში ვლინდება და რაოდენობა 129-ს შეადგენს, 17 სამეგრელო-ზემო-სვანეთში, 16 - იმერეთში, ამდენივე კახეთში, დანარჩენ რეგიონებში, ბოლო ერთი დღის მონაცემები კიდევ უფრო დაბალია. ამ დროისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით 265 მძიმე პაციენტი გვყავს, მათგან 91 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან