ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი საქართველოში

07.09.2020 06:21

„კოვიდ-19“-ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი ბოლო 24 საათში - დაავადების გავრცელების ეპიცენტრში ისევ აჭარაა, რომელსაც დღევანდელი 34 ფაქტიდან 20 შემთხვევა უკავშირდება. ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა ბათუმში მცხოვრებ პედაგოგს, ინფიცირებული აღმოჩნდა ხოფას ბაზრობის მოვაჭრეც. საყურადღებო ხდება გურიაც, სადაც კიდევ უფრო იზრდება ჩოხატაურისა და ოზურგეთის კლასტერები, რომლებსაც ასევე ბათუმთან აქვთ კავშირი. ეპიდემიოლოგებმა ამ წუთებშიც არ იციან, ვისგან დაინფიცირდა ორი პირი, რაც საერთო სურათს კიდევ უფრო ართულებს. მათ შორის ერთი ექიმია, რომელიც სენაკისა და ფოთის კლინიკებში მუშაობდა. თუ ბოლო დღეების მონაცემებს შევაჯამებთ, ქვეყანაში შიდა გავრცელების მასშტაბი სულ უფრო იზრდება. იმის მიუხედავად, რომ „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობა დღეს უკვე 30-ს გადასცდა, საქართველო ჯერ ისევ მწვანე სტატუსის მქონე ქვეყნების სიაშია. ბოლო ორი კვირის სტატისტიკით, ყოველ 100 000-ს მოსახლეზე შვიდი ინფიცირებული მოდის, თუ ეს მაჩვენებელი ათს გადასცდება, ქვეყანა უკვე ყვითელი ზონა გახდება. ამ ფონზე  ვირუსის გავრცელების რისკების შესამცირებლად,   ეპიდემიოლოგები მოსახლეობას კიდევ უფრო მეტი სიფრთხილისკენ და რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ. ვითარებას ართულებს შემოდგომის სეზონზე  მოსალოდნელი სხვა ვირუსული ინფექციების გავრცელებაც. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი საქართველოში
07:53

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

08:30

07:37

04:18

ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი
08:34

07:36

12:22

11:02

ყველა ვიდეო