ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი


საქართველოში ყველაზე საყურადღებო ზონა ბოლნისის რაიონია.

ბოლო 24 საათში გამოვლენილი „კოვიდ 19“-ის ექვსი ახალი შემთხვევიდან სამი ისევ სოფელ გეტას და მუშევანს უკავშირდება. ბოლნისის რაიონში საერთო ჯამში დაფიქსირებული 150 ფაქტიდან თითქმის ნახევარი სწორედ ამ ორ სოფელთანაა კავშირში. ორივე დასახლება ჩაკეტილია და შესვლა-გასვლა იკრძალება. ბოლნისისგან გასხვავებით ეპიდემიოლოგიური სურათი მკვეთრად გაუმჯობესებულია და ახალი შემთხვევები აღარ გამოვლენილა მეზობელ მარნეულში, სადაც დღეს 23 მარტიდან გამოცხადებული საკარანტინე რეჟიმი გაუქმდა. „მოამბის“ გადამღები ჯგუფის წევრები - ლიკა ალელიშვილი, გიორგი პაჭიკაშვილი და ირაკლი გედენიძე - ჩაკეტილ ზონაში 56-დღიანი მუშაობის შემდეგ თბილისში დაბრუნდნენ.

დღევანდელი ექვსი ფაქტიდან დანარჩენი სამი ინფიცირებული ზუგდიდის უკვე ცნობილი კლასტერიდანაა. ეს არის სატვირთოს მძღოლის კლასტერი.

თუ ბოლო დღეების სტატისტიკას გადავხედავთ, ახალი შემთხვევები ძირითადად საკარანტინე ზონებს უკავშირდება, მკვეთრად არის შემცირებული ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვაც - გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ინფიცირებულთა რიცხვს აჭარბებს. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/\r
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY\r
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  \r
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.\r
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.\r
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,\r
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან