საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი
პირველი შემთხვევა „კოვიდ-19“-ის გავრცელების შემდეგ, როცა ინფიცირებულთა საერთო რაოდენობას გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკა აჭარბებს. ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია დღესაც შენარჩუნდა - 11 მაისს მხოლოდ სამი ახალი ფაქტია გამოვლენილი, სამივე თეთრიწყაროს უკვე ცნობილი კლასტერიდანაა და დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები საერთოდ არ აღენიშნებათ. სამწუხაროდ, 11-მდე გაიზარდა გარდაცვლილთა რაოდენობა - „კოვიდ-19“-მა 81 წლის მამაკაცი იმსხვერპლა, რომელიც თანმხლები ქრონიკული დაავადებებით ბათუმის კლინიკაში მკურნალობდა. ის ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ქობულეთის კლასტერიდანაა. გაზრდილია ყოველდღიური ტესტირების მასშტაბიც - ინფიცირებულთა კონტაქტების, საეჭვო შემთხვევების, კარანტინში მყოფი მოქალაქეებისა და სამედიცინო პერსონალის გარდა, ამოწმებენ მოხუცთა თავშესაფრებსა და შშმ პირთა პანსიონატებსაც, სადაც ამ ეტაპზე „კოვიდ-19“-ის არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. ქვეყანა შეზღუდვების მოხსნის მესამე ეტაპზე გადავიდა, თუმცა, ეპიდემიოლოგიური სურათის დამძიმების თავიდან ასაცილებლად, სოციალური დისტანცირება და პირადი დაცვის საშუალებები ძალაში რჩება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი