ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი

08.05.2020 09:13

საქართველოში „კოვიდ 19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა. გარდაცვლილია 45 წლის ქალი თანმდევი დაავადებებით. ის კლინიკაში თვენახევრის განმავლობაში მკურნალობდა. ახალ შემთხვევათა რაოდენობა დღესაც დაბალია. ახალი კორონავირუსი გამოკვლეული ასეულობით მასალიდან მხოლოდ რვას დაუდგინდა, თითქმის ორჯერ მეტია დღეს გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა. შესაბამისად ყოველდღიურად მცირდება ზეწოლა ჰოსპიტალურ სექტორზეც. რამდენიმე კლინიკას ბოლო დღეებში ახალი პაციენტი აღარ მიუღია. ოფიციალურადჯერ ისევ არ დადასტურებულა „კოვიდ 19“-ის პირველი შემთხვევა კახეთში, რომელიც ამ დრომდე მწვანე ზონად ითვლებოდა. საგარეჯოს კლინიკის უსიმპტომო ექთანს „პისიარ ტექნოლოგით“ განმეორებითი ტესტი ჩაუტარეს. მოძიებულია მისი ყველა კონტაქტი, თუმცა მათ შორის ვირუსი არცერთს აღმოაჩნდა. რვა დღევანდელი შემთხვევიდან ოთხი საკარანტინე სივრციდანაა, დანარჩენები კი ინფიცირებულთა კონტაქტები არიან. ქვემო ქართლიდან, რომელიც მაღალი რისკის ზონაა, დღეს მხოლოდ ერთი ახალი ფაქტია გამოვლენილი. ინფიცირებული მარნეულიდანაა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი
06:36

ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

06:56

08:07

07:36

12:22

07:03

05:50

08:17

ყველა ვიდეო