ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი


უკვე მესამე დღეა, საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევები დღიურად ერთნიშნა მაჩვენებელს აღარ აცდენია.

დღეს „კოვიდ-19“ ექვს ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 97. ახალი ფაქტებიდან ერთი ისევ ბოლნისს უკავშირდება, სადაც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კლასტერია გამოვლენილი. ინფიცირებული სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომელია. ქვეყანაში შიდა გავრცელების პირველი ფაქტის დაფიქსირებიდან მეხუთე კვირა დაიწყო. ეპიდემიოლოგიური გათვლებით კი, ასეთი შემთხვევიდან მე-6-მე-7 კვირაა პიკური. ამიტომ ეპიდემიოლოგები მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ და სოციალური დისტანცირების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებენ. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი განმარტავს, დღეს საქართველოში „კოვიდ 19“-ის გავრცელება გლუვია. მთავარია, რომ ის არ გახდეს ციცაბო - ეს ახლა ეპიდემიოლოგების მთავარი ამოცანაა. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან