#COVID19-ის გავრცელების მაჩვენებელი საქართველოში
ახალი კორონავირუსი საქართველოში კიდევ ერთი პაციენტის დაღუპვის მიზეზი გახდა. საერთო ჯამში, გარდაცვლილთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა. ლეტალური შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა. პაციენტი სახლში მკურნალობდა. დაინფიცირებული არიან მისი ოჯახის წევრებიც. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გარდაცვლილ მე-19 პაციენტს კოვიდინფექცია 19 აგვისტოს დაუდასტურდა. ის სახლში გადიოდა მკურნალობას. ეზუგბაიას ინფორმაციით, ასევე ინფიცირებულია გარდაცვლილის ოჯახის სამი წევრი, რომლებიც კოვიდცენტრებში მკურნალობენ. ეზუგბაიას თქმით, დაავადება თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობდა, თუმცა მენჯ-ბარძაყის სახსრის მოტეხილობამ, ცხიმოვანი ემბოლია გამოიწვია, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა. დაღუპული ე.წ. ლენჯერის კლასტერს განეკუთვნება. გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში სულ რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი. კოვიდ-19-ის რვა ახალი შემთხვევიდან, ოთხი ბათუმში დაფიქსირდა. გასული 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 608 ლაბორატორიული კვლევა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებულებიდან ორი ქობულეთში გამოვლენილი შემთხვევის კონტაქტია, ორი - იმპორტირებული შემთხვევაა და პაციენტები სატვირთო ავტომობილების მძღოლები არიან, მათგან ერთი საქართველოს, მეორე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა, რომელიც მკურნალობის გასაგრძელებლად საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდა. ამჟამად, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 35 პაციენტი მკურნალობს. კორონავირუსზე მესტიის მუნიციპალიტეტიდან ლაბორატორიებში გაგზავნილი 280 ტესტიდან, ერთ პირს სუსტად დადებითი, მეორეს კი, საეჭვო პასუხი დაუდგინდა. სუსტად დადებითი პასუხის მქონე პაციენტი, რუხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მესტიის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია. კაპიტონ ჟორჟოლიანის განცხადებითვე, ლენჯერის თემსა და დაბა მესტიაში დადასტურებული შემთხვევების ყველა კონტაქტს განმეორებითი ტესტირება უკვე ჩაუტარდა. დაბა მესტია და ლენჯერის თემი უკვე მე-15 დღეა ჩაკეტილია და მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
COVID 19-ის გავრცელების მაჩვენებელი გაიზარდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
COVID 19-ის გავრცელების მაჩვენებელი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
COVID 19 - გავრცელების მაჩვენებელი საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პაატა ჟორჟოლიანი - ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხ...
Euronews Georgia
ხუთი წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან / COVID-19-ის რვა ახალი შემ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
COVID-19-ის 2295 ახალი შემთხვევა და 19 გარდაცვლილი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
COVID 19-ით გარდაცვლილთა რეკორდული რაოდენობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
COVID 19 - ვითარება საქართველოში და მსოფლიოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster