„კოვიდ 19“-ის გავრცელების მაჩვენებელი

16.03.2020 07:59

კორონავირუსი დაამარცხა პაციენტმა, რომელსაც საქართველოში დაავადება პირველს გამოუვლინდა. განმეორებით ჩატარებულმა ანალიზმა ირანიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქის ორგანიზმში „კოვიდ 19“-ის არარსებობა დაადასტურა. 19-დღიანი მკურნალობის შემდეგ მამაკაცმა თბილისის ინფექციური კლინიკა ორი საათის წინ დატოვა. ამ პაციენტის ჩათვლით ქვეყანაში კორონავირუსის 33 შემთხვევა ფიქსირდება. სამი ახალი შემთხვევიდან ორი ე. წ. მესამეულ გადაცემას უკავშირდება. რაც შეეხება ჩეხეთიდან ჩამოსულ ტურისტს, რომელსაც გუდაურში რამდენიმედღიანი დასვენების მერე კორონა ვირუსი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გამოუვლინდა, ახლაც გრძელდება იმ პირების მოძიება, რომლებთანაც მითითებულ ტურისტს 4-დან 9 მარტამდე ჰქონდა კონტაქტი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო