დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში წინასაარჩევნო გარემო შეაფასეს

09/03/2016
Radio Atinati-ის მიერ

ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საარჩევნო მედია-პროექტის ფარგლებში, რეგიონში საარჩევნო გარემოს შესახებ დისკუსია გაიმართა. შეხვედრაზე წინასაარჩევნო ვითარება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკადუამ და არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯეს“ გამგეობის თავმჯდომერემ იაგო ფასანძემ შეაფასეს. როგორც ჯემალ ჭკადუამ აღნიშნა, 2012 წელთან შედარებით 2016 წელს წინასაარჩევო პერიოდი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. მან მაგალითად 2012 წელს ამომრჩევლების მოსყიდვის, ზეწოლისა და პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტები დაასახელა. ამასთან, ამ დროისთვის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ 2 ფაქტზეც გაამახვილა ყურადღება.

თავის მხრივ, იაგო ფასანძემ საუბნო-საარჩევნო კომისიების შერჩევისას დაფიქსირებულ დარღვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, კომისიის წევრებად ისეთი ადამიანები დაინიშნენ, რომლებსაც შენიშვნა ჰქონდათ მიღებული.

შეფასებების შემდგომ ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებმა გამოთქვეს.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან