არჩევნების შეფასება და რეალობა - დისკუსია ზუგდიდში
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ექსპერტმა თვითმმართველობის საკითხებში ირაკლი მელაშვილმა არჩევნები შეაფასა და თვითმმართველობის მთავარ გამოწვევებზე ისაუბრა. მისი შესაფებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კანონის დარღვევის ფაქტები დაფიქსირდა, თუმცა, საბოლოო ჯამში არჩევნების შედეგი რეალურად გამოხატავს იმ ადამიანების ნებას, რომლებმაც საკუთარი არჩევანი დააფიქსირეს. „იყო ადმინისტრაციული რესურებისა და ცესკოს მიერ საარჩევნო კოდექსის დარღვევეის ფაქტები. ვფიქრობ არჩევნები უფრო მაღალ დონეზე უნდა ჩავატაროთ და დროა თავი დავანებოთ იმას თუ რა ხდებოდა არჩევნებზე ყოფილი ხელისუფლების პირობებში. ჯერ კიდევ ბევრი გვაკლია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სტანდარტებთან“, - აღნიშნა მან. მელაშვილი მიიჩნევს, რომ თვითმმართველი თემების მთავარი გამოწვევა მწირი ფინანსური რესურსებია და ადგილობრივმა ხელისუფლებამ დამატებითი შემოსავლების მოძიებაზე თავად უნდა იზრუნონ. „მუნიციპალიტეტები უნდა იყვნენ უფრო აქტიურები, რომ ქონება და მიწის ნაკვეთები, რომლებიც სხვადასხვა სამინისტროს ბალანსზეა, იყოს მუნიციპალური საკუთრება, რათა გადასახადები ადგილობრივ ბიუჯეტზე აისახოს“, - აღნიშნა მელაშვილმა. გარდა ამისა, ექსპერტმა საკრებულოს უფლებამოსილებაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, წარმომადგენლობით ორგანოს შეუძლია ფინანსების თანაბრად გადანაწილება, რომ მუნიციპალიტეტების სხვადასხვა ტერტიტორიაზე მცხოვრები ადამიანები თანაბარ პირობებში იყვნენ. “მუნიციპალიტეტების გაერთიანების შემდეგ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გაძლიერდეს საზოგადოებრივი კონტროლი, რათა ადგილობრივმა ხელისუფლებამ მაქსიმალურად გაითვალისწინოს როგორც ქალაქის, ისე სოფლების ინტერესები“, - თქვა მელაშვილმა. დისკუსიას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული საკრებულოს წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. “ევროპული საქართველოს“ წევრის ირაკლი ღურწკაიას თქმით, თვითთმართველობის გაძლიერება ხელისუფლების ინტერესებში არ შედის და არც ფინანსური დეცენტრალიზაცია ხდება. „რაც შეეხება არჩევნებს, წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლებამ მთელი ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენა და ძირითადი მიზეზი მათი გამარჯვების სწორედ ეს იყო“, - აღნიშნა ღურწკაიამ. საკრებულოს წევრის მმართველი პარტიიდან ირაკლი ლაგვილავას თქმით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მოქალაქეებმა საკუთარი ნების გამოხატვა შეძლეს. „რა თქმა უნდა, პრობლემები არის, რომელსაც არავინ გაურბის და აუცილებლად მოგვარდება, დახვეწება საარჩევნო გარემო“, - თქვა ლაგვილავამ. შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის საარჩევნო მედია ცენტრის ფარგლებში გაიმართა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ღამის კურიერი - მეორე ტურამდე სამი დღით ადრე - 17 ნოემბერი
ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური - შეფასება და რეკომენდაციე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
არჩევნების პოლიტიკური შეფასება არის ნეგატიური და მძიმე - და...
TV Pirveli
საპრეზიდენტო არჩევნების შეფასება
Radio Atinati
არჩევნების შეფასება
Studio Re - სტუდია რე
არჩევნების შედეგები ახალციხის ახალმა მერმა და მერობის კანდიდ...
მეცხრე არხი ახალციხე
საპარლამენტო არჩევნების შეფასება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#არჩევნები2020 შეფასება „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრშ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster