დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში...
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დისკუსია გაიმართა. ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრმა დღეს კიდევ ერთ შეხვედრას უმასპინძლა, ამჯერად დისკუსიის თემა ეხებოდა „მოქალაქეთა ჩართულობას წინასაარჩევნო პროცესებში. დისკუსიაზე განიხილა სამოქალაქო ჩართულობის მონაწილეობა და სამოქალაქო მონიტორინგის საკითხები თუ რა ნაბიჯებითა და მექანიზმებით არის შესაძლებელი თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი წინასააჩევნო გარემოს უზრუნველყოფა. ასევე დამსწრე საზოგადოება გაეცნო კამპანიის „ეს შენ გეხება" ფარგლებში შექმნილ 17 პუნქტიან ალტერნატიულ კოდექსს პოლიტიკური პარტიების ქცევის წესების შესახებ". დისკუსიის ფარგლებში ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციათა საინიციატივო ჯგუფმა ასევე წარადგენა კვლევა მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ. კვლევა ეფუძნება მოქალაქეებისგან, პოლიტიკური პარტიებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია ინსტიტუტებისგან მიღებულ ინფორმაციას. შეხვედრას სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. http://www.odishi.ge/ / odishitv
მსგავსი ვიდეოები
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში..
odishitv
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში..
odishitv
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში..
odishitv
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში..
odishitv
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში..
odishitv
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში...
odishitv
ზუგდიდში ასოციაცი „ქსენონმა“ მრგავლი მაგიდა გამართა
Radio Atinati
ზუგდიდში საჯარო ლექცია „ამბავი და ლიტერატურა“ მოეწყო
Radio Atinati