მიხეილ გიორგაძე ირმა შარიქაძის გამოფენის დახურვას დაესწრო

06/11/2015
culturegovge culturegovge-ის მიერ

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, კიევის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში, ირმა შარიქაძის გამოფენის დახურვას დაესწრო.

ქართველი ფოტოგრაფის ცნობილ პროექტს „წერილები“, კიევის თანამედროვე ხელოვნების ცენტრმა „M17”-მა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 27 მაისიდან 9 ივნისამდე უმასპინძლა. ირმა შარიქაძის გამოფენა კიევში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მოეწყო.

2010 წელს, ფრიდა კალოსადმი მიძღვნილ საავტორო პროექტს „წერილები“, დიდი წარმატება ხვდა წილად მოსკოვში, გალერეაში „GMG“ და 2013 წელს სანქტ-პეტერბურგის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში „ERARTA“. პროექტი მოიცავს სხვადასხვა ზომის 18 ფოტო და ვიდეოარტს „ფრიდას სიზმარი“, ინსტალაციას „ფრიდა მარიცა“ და მწერალ მაკა გოგუაძის მიერ შექმნილ მისტიფიცირებულ მიმოწერას ფრიდასა და მის წარმოსახვით დას - მარიცას შორის. ფრიდას და მარიცას როლს ცნობილი მოდელი კრისტი ყიფშიძე ასრულებს. პროექტში გამოყენებულია სოფო გონგლიაშვილის ემალის უნიკალური სამკაულები. გამოფენის ექსპონატების უმრავლესობა მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა და კერძო კოლექციონერებმა შეიძინეს.





http://www.culture.gov.ge/
  / culturegovge  
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან