საქველმოქმედო გამოფენა კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით

01.07.2014 01:27

30 ივნისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, "ბაია გალერეაში" პროექტის "მინდა სიცოცხლე" ფარგლებში ფოტოგრაფ თინათინ ბრეგაძის ფოტოების საქველმოქმედო ფოტოგამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების ფოტოები. გამოფენაზე შემოწირული თანხით ბერი ანდრიას სახელობის ონკოლოგიური დაავადებების სარეაბილიტაციო ცენტრში დიდი საბავშვო ბიბლიოთეკა და ხელოვნების ოთახი მოეწყობა. ბავშვებს მიეცემათ შესაძლებლობა, დღის განმავლობაში გაეცნონ საბავშვო ლიტერატურას, ხატონ, კერონ, ქსოვონ და ა.შ. მკურნალობის პარალელურად, ისინი სხვადასხვა მიმართულებით ცოდნის გაღრმავებას შეძლებენ და მათი ყოველდღიური ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი გახდება. ფოტოგამოფენა საქველმოქმედოა. გამოფენა 1-ელ ივლისს დაიხურება. გამოფენის ორგანიზატორია საქველმოქმედო ფონდი "თემოფონდი". http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge    / culturegovge   http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება: