სინთეზური ხელოვნების გამოფენა გალერეაში "Akhundov House"

04/12/2014
culturegovge culturegovge-ის მიერ

11 აპრილს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და „ბასტრა ფილმს\"- ის ორგანიზებით, გალერეაში \"Akhundov House\" გაიხსნა სინთეზური ხელოვნების გამოფენა.
გამოფენაზე წარმოდგენილია სხვადასხვა თაობის 60 ქართველი მხატვრის 100 ნამუშევარი. პროექტის კონცეფციაა ყოფითი საგნების მოძიება და მხატვრების მიერ მათი გარდასახვა ხელოვნების ნიმუშებად. ექსპონატები შექმნილია გამოყენებითი, სახვითი ხელოვნებისა და ლიტერატურის სინთეზით.
ღონისძიებას დაესწრო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე მარგიშვილი.
გამოფენაზე წარმოდგენილია ზურაბ ნიჟარაძის, ყარამან ქუთათელაძის, კოტე მინდაძის, ეთერ ჭკადუას, თაზო ხუციშვილის, გია ჯაფარიძის, გუგა კოტეტიშვილის, თამუნა მელიქიშვილის, გიო და მაია სუმბაძეების, რუსუდან ფეტვიაშვილის, კოტე ჯინჭარაძისა და სხვა მხატვრების მიერ მოხატული გამოყენებითი ხელოვნების ნივთები.
ღონისძიების ფარგლებში შედგება გამოფენა-გაყიდვა, წარმოდგენილი იქნება აგრეთვე ექსპონატები გამოფენიდან „1000 წვრილმანი\", რომელიც გაიყიდება საქველმოქმედო მიზნით. (გაიმართა გასული წლის 15 დეკემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და თბილისის მერიის მხარდაჭერით).
გამოფენა ითვალისწინებს ქართული ხელოვნების პოპულარიზაციას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
სინთეზური ხელოვნების გამოფენა გაიმართება ასევე ბაქოში. მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა ქვეყნებთანაც სინთეზური ხელოვნების ერთობლივი გამოფენა-გაყიდვის გამართვის თაობაზე. გამოფენები გაიმართება ეტაპობრივად წლის განმავლობაში.
პროექტის მხარდამჭერები არიან: თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი, თბილისის საკრებულო,\" საქართველოს სამარიტელთა კავშირი\", „ სოკარი\", გალერეა \"Akhundov House\".
გალერეა \"Akhundov House\"
მისამართი: გორგასლის ქ. 17

http://www.culture.gov.ge/
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან