ზუგდიდში მოსწავლე-ახალგაზრდობის დღეები გაიხსნა

19.04.2017 01:57

„მოსწავლე-ახალგაზრდობის დღეები - 2017“ სასახლეში დღეს კალიგრაფიის კონკურსით გაიხსნა. გამოფენაზე ზუგდიდის საჯარო სკოლების მოსწავლეების ნამუშევრები იყო გამოფენილი. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მასობრივი ღონისძიებების ორგანიზატორის მედეა თორია თქმით, ღონისძიებების გრაფიკი უკვე შედგენილია. „მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენ მიერ შეთავაზებულ სხვადასხვა - შემეცნებით, ინტელექტუალურ კონკურსსა და დებატებში მიიღონ მონაწილეობა“, - აღნიშნა თორიამ. დღესვე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელებმა დედა ენის დღესთან დაკავშირებით ქართული ენისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს. ღონისძიებებში ზუგდიდის საჯარო სკოლების ყველა ასაკის მოსწავლეები ჩაერთვებიან. „მოსწავლე-ახალგაზრდობის დღეები 2017“ ათ ივნისს გამარჯვებულების გამოვლენითა და დაჯილდოებით დასრულდება. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/

გაზიარება: