ქეთი სესიაშვილის სიტყვა ზუგდიდში, თავის დოკ. ფილმზე "ჩემი საქართველოს ჩემი პრეზიდენტი". PKTV, 2019

01.04.2019 12:04

● გვესტუმრეთ: http://pktv.ge ჟურნალისტ ქეთი სესიაშვილის სიტყვა (ამონარიდი რეპორტაჟიდან) თავისივე დოკუმენტურ ფილმზე "ჩემი საქართველოს ჩემი პრეზიდენტი - ზვიად გამსახურდია!", იგივე - "სამშობლოს შეწირული პრეზიდენტის საიუბილეო საჩუქარი ქართველ ერს!". PKTV, 2019 საქართველოს საყოველთაო სახალხო რეფერენდუმის 28-ე წლისა და საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესადმი 2019 წლის 29 მარტს, ქალაქ ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა საღამო, რომლის ინიციატორებიც საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის სარდლობა გახლდათ. ქალაქ ზუგდიდში გამართულ ამ საღამოზე, ნაჩვენები იყო ჟურნალისტ ქეთი სესიაშვილის დოკუმენტური ფილმი პრეზიდენტ გამსახურდიაზე, სახელწოდებით: "ჩემი საქართველოს ჩემი პრეზიდენტი !" ასევე მეორე ძირითადი სათაურით: "სამშობლოს შეწირული პრეზიდენტის საიუბილეო საჩუქარი ქართველ ერს (მეორე სათაურის ავტორი დავით ქობალიაა)! "ფილმის პრემიერაც 29 მარტის ამ საღამოზე შედგა. ასევე ამ ფილმის პრემიერა ექსკლუზიური უფლებით შედგა ტელეკომპანია PKTV-ს ეთერში. ჟურნალისტ დავით ქობალიას (კრწანისის რ-ნის პრეფექტი) შეფასების, ეს ერთადერთი ქართულ-ეროვნული ტელეკომპანია PKTV-ს მიერ შექმნილი დოკუმენტური ფილმია, რომელიც მაყურებელმა აუცილებლად უნდა ნახოს. ფილმის "ჩემი საქართველოს ჩემი პრეზიდენტი !", რომელიც უნდა მიიღოთ, როგორც: "სამშობლოს შეწირული პრეზიდენტის საიუბილეო საჩუქარი ქართველ ერს!", სცენარის ავტორი, რეჟისორი და მემონტაჟე გახლავთ ჟურნალისტი ქეთი სესიაშვილი. პროდუსერი ზაქარია როჭიკაშვილი. 29 მარტის სრულ რეპორტაჟს ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლიდან ტელეკომპანია PKTV უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ. დღეს კი ნახეთ ამონარიდები ამ საღამოდან. საღამოს წამყვანი: ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელი მამუკა ხუბუა. საღამოს მუსიკალურად აფორმებდა ზუგდიდის ვაჟთა ვოკალური ანსამბლი "მახარია". რეპორტაჟი გადაიღო კონსტანტინე ფორჩხიძემ. ● შემოგვიერთდით: https://www.facebook.com/pktv.ge/ ● © PK TV მაუწყებლობა და მედია ᴴᴰ ● #PKTV ●

გაზიარება: