ზუგდიდში ამერიკის დღეები დაიხურა

28.04.2017 01:43

ამერიკის დღეები ორი ღონისძიებით დასრულდა. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში კონტერტი გაიმართა, რომელზეც შოთა ადამაშვილმა და მისმა ბენდმა დაუკრა, ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლაში კი ამერიკული ფილმის „ბეტმენის დაბრუნებისა“ და მიუზიკლის ჩვენება გაიმართა.

„ეს ღონისძიებები საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობების აღსანიშნავად ჩატარდა“, - აღნიშნა აშშ-ის საელჩოს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა შუღლაძემ.

ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობის აღსანიშნავი დღეების ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება 24 აპრილს დაიწყო და დღეს დასრულდა.

რადიო "ათინათი"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook:   / rado.atinati.  .
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

გაზიარება:
EstateHub