ზუგდიდის 2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია

12/28/2017
Radio Atinati-ის მიერ

ზუგდიდის საკრებულომ ქალაქის 2018 წლის მთვარი ფინანსური დოკუმენტი დაამტკიცა. გადაწყვეტილებას მხარი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა არ დაუჭირეს. მათი თქმით, შენიშვნების ნაწილის გაათვალისწინების მიუხედავად, მთავარ საკითხზე შეთანხმება მაინც ვერ მოხერხდა.

\"ჩვენ ვთვლით, რომ აუცილებელია ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება, აიპიების შემცირება, რადგან ეს არის არამიზნობრივი ხარჯვა და ვიუჯეტის თანხების გაფლანგვა. მთელი პოლიტიკური პასუხიმგებლობა ეკისრება უმრავლესობას\", - განაცხადა ფრაქცია ენმ-ის ლიდერმა ანი წითლიძემ.

\"არის ბევრი საკითხი, რასაც დავეთანხმეთ, მაგრამ არის ე.წ. შავი ხვრელები, რადგან სრულიად გაუგებარია, გარკვეულ აიპი-ებში, რას აკეთებენ\", - განმარტა ევროპული საქართველოს წევრმა ირაკლი ღურწკაიამ.

თავის მხრივ, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია ამბობს, რომ შენიშვნებისა და რეკომენდაციების იმეტესი ნაწილი, რომლითაც საკრებულომ მერიას ბიუჯეტის პროექტი გადაუგზავნა, გათვალისწინებულია.

\"ჩვენი ბიუჯეტი ზუსტად ასახავს იმ პრიორიტეტებს, რომელიც დავისახეთ. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფინანსური რესურსების პირობებში, ეს არის პროგრესული ბიუჯეტი და ასახავს იმ საჭიროებებს, რომელიც განსაზღვა აღამსრულებელმა ორგანომ\", - განაცხადა წოწერიამ.

სხდომას ქალაქის მერი ლაშა გოგიაც ესწრებოდა, რომელმაც დეპუტატების კითხვებს უპასუხა და დასძინა, რომ ბიუჯეტი რაციონალურად არის გათვლილი.

\"პრიორიტეტი არის ინფრასტრუქტული პროექტები, განათლება, სოციალური და ჯანდაცვის სფერო. ბიუჯეტი ასახავს მოსახლეობის საჭიროებებს და შეუწყობს მათ ხელს. მინდა მივულოცო ყველას 2018 წლის ბიუჯეტის მიღება\", - განაცხადა გოგიამ.

სხდომაზე ასევე იმყოფებოდა \"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქრთველოს\" ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელი არჩილ თოდუაც. მისი შეფასებით, ეს არ არის პროგრამული ბიუჯეტი და იმედი აქვს, რომ მომავალი წლისთვის მაინც დაამტკიცებენ ისეთ დოკუმენტს, რომელიც დაგეგმვის პროცესიდანვე იქნება შედეგებზე ორიენტირებული.

\"ჩვენმა ორგანიზაციამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომლებიც, ძირითადი ეხებოდა პროგრამულ ნაწილს. ნაწილობრივ გათვალისწინებულია ეს რეკომენდაციები, თუმცა ეს არ არის პროგრამული ბიუჯეტი, რაც კანონმდებლობით გათვალისწინებული აუცილებელი მოთხოვნაა\", - თქვა თოდუამ.

მომავალი წლის ბიუჯეტი 36.500.000 ლარის ოდენობით განისაზღვრა.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge
Facebook:   / rado.atinati  
Google +: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან